მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ოცნების წევრი - ჟიგიმანტას პავილიონისი

ჟიგიმანტას პავილიონისი

არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ოცნების წევრი - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მას მიაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირისა და ნატოსთვის უნდა იბრძოლოს.

"იბრძოლეთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის თქვენი ქვეყნისთვის. იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისაკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ოცნების წევრი. თავისუფლება არ არის მოცემულობა, ამიტომ ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, რომ გახდეთ ამ გაერთიანების წევრი,"- განაცხადა პავილიონისმა.

შეგახსენებთ: ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. საქართველოში, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების კომიტეტების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები