მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დაუჯეროთ ტყუილებს, კონსპირაციულ თეორიებს, იყავით ფრთხილად - როთი აქციის მონაწილეებს

სს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეებს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა სიტყვით მიმართა.

მან აქციის მონაწილეები, რომლებიც, თითქმის ერთი თვეა "რუსულ კანონს" აპროტესტებენ, გააფრთხილა, რომ არ დაუჯერონ ტყუილებს და იყვნენ ფრთხილად. მისი სიტყვით გამოსვლის თარგმანი პირდაპირ ეთერში "TV პირველმა" გადასცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტს ელოდეთ ჩვენგან. დღეს აქტივისტები და ჟურნალისტები გვეკითხებიან, რა შეიძლება ითქვას ქართულ კოშმარულ დღეებზე. გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, უსმინეთ ახალგაზრდა თაობას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, დებს და ძმებს.

მე ვიცი, რომ თქვენი გული ბრაზით სავსეა, მაგრამ მე მიშელ ობამას სიტყვებს გავიმეორებ, თუ ისინი დაბლა მიდიან, შენ მაღლა წადი.

არ დაუჯეროთ ტყუილებს, ამ კონსპირაციულ თეორიებს, თქვენ ხართ ევროპული მეინსტრიმი, რადგან თქვენ იბრძვით იმისთვის, რასაც ევროპა ჰქვია - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, შევხვედროდით თქვენი მთავრობის წარმომადგენლებს პარლამენტში. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ თქვენს მიმართ ევროკავშირში.

ჩვენი მესიჯი მთავრობისადმი, მმართველი პარტიისადმი არის მკაფიო და გასაგები. გააჩერეთ ეს კანონი. დაუბრუნდით ევროპას.

ჩვენ აქ ვართ სხვადასხვა თაობიდან, სხვადასხვა გამოცდილებით, მაგრამ ვართ ერთიანები ქართველ ხალხთან მეგობრობაში.

ამიტომ მე მინდა გთხოვოთ: არ დანებდეთ. გჯეროდეთ თქვენი სიძლიერის. დარჩით ძლიერი, იყავით ფრთხილად," - მიმართა როთმა დემონსტრანტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები