მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ გააზიაროთ პერსონალური მონაცემები" - სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოსახლეობას თაღლითური ზარების შესახებ აფრთხილებს.

სემეკის თანახმად, ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური მომსახურების კომპანიების (თელასი, GWP და ა.შ.) სახელით გაურკვეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს.

კერძოდ, მოქალაქეებს სთხოვენ პირადი მონაცემებისა და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას, რიგ შემთხვევებში სთავაზობენ ადგილზე მისვლას ან/და სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციის შესრულებას ტელეფონით.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აფრთხილებს მოსახლეობას: აღნიშნული სატელეფონო ზარები არ ხორციელდება კომუნალური კომპანიების მიერ.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების შემთხვევაში არ გააზიარონ პერსონალური მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ იმ კომუნალურ კომპანიას, რომლის სახელითაც ხორციელდება ზარი ან დაუკავშირდნენ სემეკს ქოლცენტრის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან)",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები