მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ გამოჩენილა გეგმა, რომელიც ქართულ ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს დანაკარგებს გადაურჩეს"

5d1f3475b8d82
ლიკა გურაბანიძე
05.07.19 23:00
848
„ჯერ არ გამოჩენილა ის გეგმა, რომელიც ქართულ ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, ბოიკოტის რეჟიმში დანაკარგებს გადაურჩეს“ - ამის შესახებ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ ბოლოდროინდელ შეზღუდვებზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ადრე თუ გვიან რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იყო.

„ნათელი იყო, რომ ეს დღე დადგებოდა და რუსეთი ამ ბერკეტს გამოიყენებდა, ხოლო დღეს ის უკვე ძალიან ღიად მოქმედებს, მაგრამ სახელმწიფოს ამ შემთვევაში მხოლოდ ერთი რამ შეუძლია - ის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს.

ასევე სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ყველაფერი გააკეთოს, რათა ექსპორტისთვის ისეთ წამყვან დარგებს, როგორიც არის მეღვინეობა და სხვა, ხელი შეუწყოს ახალი ბაზრების მოპოვებაში",- აცხადებს ის.

ზურაბ კაჭკაჭიშვილის განმარტებითვე, მისთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ ეს გეგმა სახელმწიფოს მხრიდან დღემდე ჩამოყალიბებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები