მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გამოიყენოთ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ჩვეული უკანონო პრაქტიკით - საია შსს-ს მიმართავს

სპეცრაზმი

„ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. საიას განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

„ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა.

საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით, და, რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად“, - წერია განცხადებაში.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება. ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკაა განლაგებული. აქციის მონაწილეების მისამართით წიწაკის სპრეი უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები