"არ გამოვრიცხავ, მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, ბოლო წელი აღმოჩნდეს ქართული ოცნებისთვის ის წელი, რომ მაქსიმალურად ადეკვატური გახდეს პრობლემების მიმართ"
ელენე გოგბერაშვილი
04.08.19 11:40
• 795
„არ გამოვრიცხავ, მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, ბოლო წელი აღმოჩნდეს ქართული ოცნებისთვის ის წელი, რომ მაქსიმალურად ადეკვატური გახდეს პრობლემების მიმართ“- ამის შესახებ გადაცემაში „ფორბსის კვირა“ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომან კაკულიამ ისაუბრა.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის გასულ წელს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ის შეძლებდა ერთ წელიწადში ყველაფრისთვი სახელის დარქმევას და პროცესების დალაგებას, რამდენად შეძლო მან ამ დანაპირების შესრულება, კაკულია ასე პასუხობს:
„მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, რასაც მაშინ ვერავინ ვერ გათვლიდა. როცა სექტემბერზე ვსაუბრობ, რამე შიდა საუბარი კი არ გამომაქვს გარეთ, არამედ ვაკეთებ პროგნოზს. ვიცნობ ამ ადამიანს და ვხედავ რა შიგნით გუნდში ტენდენციებს სერიოზულად გაანალიზების იმ შეცდომების, რაც მოხდა, ამას ნამდვილად ვხედავ, საკუთარი სახელის დარქმევaს ბევრი მოვლენისადმი, რამაც იმედგაცურებამდე მიგვიყვანა, რაზეც ბიზნესმენებიც საუბრობენ.
ასეთ დროს ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჩემი ოპტმიზმი იმას ეფუძნება ხოლმე, რომ ადამიანმა შეიძლება თავისი სწორების ბოლო საათში გააკეთოს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და მთელი მისი ცხოვრება ჩაითვალოს, რომ ამის სამსახურშია, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, ბოლო წელი აღმოჩნდეს ის წელი, როცა ქართული ოცნება შეძლებს, რომ მაქსიმალურად ადეკვატური გახდეს პრობლემების მიმართ და სულ მცირე გაითვალისწინოს ქართველი ადამიანის ბუნება“-აცხადებს რომან კაკულია.