კომპანია McDonald's Georgia ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყალბი Facebook გვერდები მაკდონალდს საქართველოს სახელით ავრცელებენ შეთავაზებებს და ითხოვენ პერსონალური ან საბანკო ინფორმაციის გაგზავნას. კომპანია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ყალბი Facebook გვერდები მაკდონალდს საქართველოს სახელით ავრცელებენ შეთავაზებებს და ითხოვენ პერსონალური ან საბანკო ინფორმაციის გაგზავნას.
გთხოვთ, არ გაუზიაროთ თქვენი პერსონალური ან საბანკო ინფორმაცია ასეთ გვერდებს.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. ინფორმაცია შეთავაზებებზე ქვეყნდება მხოლოდ ჩვენს ან ჩვენი პარტნიორი კომპანიების ოფიციალურ სოციალური მედიის გვერდებსა და ვებგვერდებზე.
იმისთვის, რომ იყოთ დაცული: მოიძიეთ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ გვერდებსა და ვებგვერდზე. საეჭვო გვერდები და შეტყობინებები დაუყოვნებლივ "დაარეპორტეთ". დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ვერიფიცირებულ გვერდებზე.
თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.