მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ გეუბნებით, რომ ფასის გაზრდა არ მინდა, ფასი არ იზრდება, მას ბაზარი განაპირობებს" - "ტირიფონის ბაღები"

ტირიფონის ბაღები

"მე არ გეუბნებით, რომ არ მინდა ფასის გაზრდა, ფასი არ იზრდება, ბაზარი განაპირობებს ფასს" - ამის შესახებ ფერმერმა და კომპანია "ტირიფონის ბაღების" დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ბიზნესს გასაგები მიზანი აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტად გაყიდონ პროდუქცია.

“ჩვენ, როგორც ყველა მწარმოებელი, ვცდილობთ, მამასისხლად გავყიდოთ წვალებით შექმნილი პროდუქცია. ბაზარი არ ყიდულობს და რამდენადაც ყიდულობს, იმდენად ვყიდით.

მე ძალიან მინდა, რომ ფასი ავწიო, რაც შეიძლება მეტად რომ გავყიდო, ეს მინდა, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის, რომ მოგება წავიღო სახლში. აბსოლუტურად გასაგები მიზანია, მე მგონი, თქვენთვისაც. მე არ გეუბნებით, რომ მე არ მინდა ფასის გაზრდა, ფასი არ იზრდება, ბაზარი განაპირობებს ფასს, მე არ განვაპირობებ ფასს და რა ვქნა? მითხარით და იმას ვიზამ”, - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის პერიოდში მათი ვაშლის საშუალო გასაყიდი ფასი დაახლოებით 10 თეთრით გაიზარდა.

“ჩვენი შარშანდელი საშუალო გასაყიდი ფასი იყო 2 ლარი და 33 თეთრი, წინა წლის საშუალო გასაყიდი ფასი იყო 2 ლარი და 25 თეთრი, თუ არ მეშლება.

საშუალო გასაყიდი ფასი ჩვენი პროდუქციის შეიძლება გაიზარდა 10 თეთრით, მეტი არა, ამ სამი წლის განმავლობაში. ჩვენ წლევანდელი საშუალო გასაყიდი ფასი მე არ შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე არ ვართ მისულები და როცა ვიქნებით, მაგასაც, ისედაც ვაქვეყნებთ ყველგან”, - განაცხადა “ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა იმართება. დღეს კომისია ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს უსმენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები