მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ გვაქვს ფუფუნება ჩავანთხიოთ მილიონები და მერე ვუცადოთ ინვესტორს"- მაჭავარიანი ანაკლიაზე

5c80fe3b1d5c5
BM.GE
07.03.19 15:30
2449
“ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ამ ქვეყანას იმის ფუფუნება, რომ ჩავანთხიოთ იქ ასობით მილიონი და შემდეგ წლები ვუცადოთ კერძო ინვესტორს - ეს ხომ დაკარგული ფული გამოვა?” - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფოს ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, მეორე ნახევარი კი შესრულების პროცესშია.

“სახელმწიფომ ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებები ან უკვე შეასრულა, ან მათი შესრულების პროცესშია. ამასთან ერთად აქ არის დიდი კერძო კომპონენტი, რომელიც თანხობრივად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს კონტრიბუცია, თუმცა სახელმწიფოს წილიც საკმაოდ დიდია. კერძო ნაწილში რასაკვირველია, რომ ჩვენ გვინდა, არსებულმა კონსორციუმმა მოახდინოს მობილიზება თანხების, მოიზიდოს ინვესტორები და ეს პროექტი შედგეს.

თქვენ თუ ჩემ პასუხს ყურადღებით უსმენდით, მე ვთქვი, რომ სახელმწიფომ ვალდებულებები ან უკვე შესრულდა, ან შესრულების პროცესშია. რასაკვირველია ჩვენ ველოდებით იგივე დინამიკას კერძო ინვესტორების მხრიდან. ეს იქნება, სახელმწიფომ დააგოს გზა, სახელმწიფომ გაიყვანოს რკინიგზა, $100 მილიონი შეიტანის კაპიტალში და მერე დაჯდეს და დელოდოს ვინმემ რამე გააკეთა თუ არა.

ეკონომიკის მინისტრისთვის მე არ მისმენია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იგივე თქვა, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული გვაქვს, ნაწილის შესრულების პროცეში ვართ და ველოდებით იგივე დინამიკას კერძო ინვესტორების მხრიდან,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები