მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გვაქვს ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გამოუყენებელი აქტივები გვქონდეს"

5b35dba54dd4a
BM.GE
29.06.18 11:10
477
მთავრობის დღევადელ სხდომაზე საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის საკითხს განიხილავენ. ინიციატივა პრემიერ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის და მის მიხედვით, კომპანიებს 2013 წლამდე არსებული საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერებათ.

„ამ დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2013 წლებში, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ დავალიანებებეს ჩამოვაწერთ იმ კომპანიებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ საქმიანობა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გამოუყენებელი აქტივები გვქონდეს. ამ კომპანიებმა უნდა შეძლონ ახალი სიცოცხლე შეიძინონ და შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგლების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“, - ამბობს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები