მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება - კახა კალაძე

რუსთაველის რეაბილიტაცია 1 აგვისტო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტებისა, რუსთაველის გამზირზე პროექტის ვადაგადაცილებით დასრულების საფუძველი არ არსებობს - ამის შესახებ მერმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. რაც შეეხება არქეოლოგიურ არტეფაქტების აღმოჩენას, ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე შეჩერებულია სამუშაოები, თუმცა ძალიან სწრაფად მუშაობენ და ჩვენ დღეის მდგომარეობით არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება.

ძალიან სწრაფად მუშაობენ. თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, ამაზეც ვისაუბრებთ იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რაც არქეოლოგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოების გადატანის აუცილებლობა არ არსებობს. საკმაოდ დიდი ფრონტი გვაქვს სხვა კონკრეტული ადგილებზე და მიმდინარეობს იმ კონკრეტულ სივრცეებში დამუშავება, შესაბამისი პროექტის განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, შუა საუკუნეების კერამიკის სახელოსნო და კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, X-XII საუკუნეებით თარიღდება.

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები