მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ გვაქვს მასტიმულირებელი ბერკეტები, რომ ადამიანმა მიწა უქმად არ გააჩეროს"

5b06a74375663
მაია ბიწაძე
24.05.18 15:47
735
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის აკაკი ზოიძის აზრით, ვიდრე ქვეყანაში საშუალო ფენა არ შეიქმნება ჯინის კოეფიციენტი და უთანასწორობა ძალიან მაღალი იქნება, - ამის შესახებ მან “საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

"თუ ჩვენთან მცირე ბიზნესი და დასაქმება იქნება 50-60%-ზე ზემოთ ძალიან დიდი გარღვევა გვექნება უთანასწორობის კუთხით.

2017 წელს 40 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა კერძო სექტორში, მაგრამ ამან ვერ შეძლო უთანასწორობის კოეფიციენტის შემცირება და კეთილდღეობის შეგრძნება. იმის გამო, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს მილიონი თვითდასაქმებული, რომელიც არასრულად დასაქმებულია, ან საერთოდ დაუსაქმებელია და მხოლოდ იმიტომ აქვს დასაქმებულის სტატუსი, რომ სოფლად მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც შესაძლოა საერთოდ გამოუყენებელია.

ჩვენ არ გვაქვს მასტიმულირებელი ბერკეტები, რომ მან დაამუშაოს, ან იჯარით გასცეს ეს მიწა. რიგ ქვეყნებში მიწაზე ისეთი გადასახადია დაწესებული, რომ ადამიანს სტიმული მისცეს, რომ მიწა უქმად არ გააჩეროს. თუნდაც ასეთი ტიპის პოლიტიკის გატარებაა საჭირო“ - განაცხადა კაკი ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები