მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AR-ის დანერგვა გაყიდვების პროცესებში და “ალიანს ჯგუფის” კიდევ ერთი ციფრული სიახლე

6412f16d774f6
BM.GE
16.03.23 14:57
840
“ალიანს ჯგუფი” პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც კომპანია Arttteo-სთან პარტნიორობით მრავალფუნქციური კომპლექსის, „ალიანს ცენტროპოლისის“ AR მოდელი შექმნა.

AR, იგივე აუგმენტური რეალობა ციფრული ინფორმაციის მომხმარებლის რეალურ გამოცდილებაში გადმოტანაა.

პროექტის უპირატესობების უკეთესი აღქმისთვის, კომპანიის CG გუნდის მიერ შექმნილი აპლიკაცია გაყიდვების მენეჯერს საშუალებას აძლევს, ინვესტორს პროექტის 3D მოდელი, აპარტამენტის ადგილმდებარეობა, გეგმარება და პროექტის ხედები აჩვენოს.



შეთავაზებული ციფრული სიახლის დახმარებით, აპარტამენტის ტიპებისა და დიზაინის არჩევა ბევრად უფრო მარტივი ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ AR ინტერაქციული ტექნოლოგიაა, რომლის პროცესშიც მომხმარებელი თავადაა მოქმედი პირი, ინფორმაცია სხვა სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით, ბევრად უფრო დასამახსოვრებელი ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ AR ტექნოლოგიების დანერგვა გაყიდვების პროცესს გამჭვირვალესა და აღქმადს ხდის, რითიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები