მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,არ მაქვს სანქციების შიში. სანქცირებული ვარ დიდი ხანია" - ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების" ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ივანიშვილმა ვერცელ გამოსვლაში, პოლიტიკაში მეორედ, მეორედ მოსვლის მიზეზები დეტალურად ახსნა და საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე, პოლიტიკაში დაბრუნება, ხომ არ უკავშირდება სანქციების შიშს, ივანიშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია, ისედაც სანქცირებულია.

„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე ვარ სანქცირებული, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ. მე რეალურად სანქცირებული ვარ, დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით. ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად, სანქცირებული ვარ, ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს. დაასანქცირეთ და დაასანქცირეთო. არ მაქვს სანქიცების შიში დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რათა კიდევ დავეხმარო ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები