მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მგონია გამართლებული იყოს მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე ფოკუსირება"

5badfe3b76bf6
BM.GE
28.09.18 14:07
1092
სავსებით არ მგონია გამართლებული იყოს მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე და მათ შემოდინებაზე ფოკუსირება, - ამის შესახებ განცხადება „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ლიმ „სამართლის საქმის კურსთან“ გააკეთა. მისი თქმით, ამით ქართული საექსპორტო პოტენციალის უგულებელყოფა ხდება.

„ექსპორტის ზრდისა და განვითარების გარეშე, საქართველო ვერასდროს გახდება თანამედროვე ევროპული ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში ეს ცოტა ჭირს, იმიტომ, რომ არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი და საკმარისი პროდუქცია იმისათვის, რომ საექსპორტოდ საკმარისი ნაწარმი დამზადდეს. ამ ქვეყნის განვითარების ერთერთი აუცილებელი გზაა დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, გიგანტი რითეილერებისა და მსხვილი ბანკების შემოსვლა ბაზარზე, რომლებიც თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე მომძლავრდებოდნენ და შემდეგ ექსპორტზე იფიქრებდნენ“-აცხადებს დევიდ ლი.

მისივე თქმით, ხელუსუფლებამ ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე და უფრო დაჩქარებული ტემპებით წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ. როგორც დევიდ ლი სამართლის საქმის კურსთან საუბარში აცხადებს, საქართველოს და ქართველ ხალხს იმის პოტენციალი და უნარი, რომ მრავალფეროვანი პროდუქცია აწარმოოს და შემდეგ საერთაშორისო დონეზე გაიტანოს, ნადვილად გააჩნია.

„ალბათ ყველა ელოდება, რომ ახლა ღვინოს დავასახელებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ გვყავს წევრი კომპანიები, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ ხილი, აგრეთვე გვყავს კომპანიები, რომლებიც ავეჯს აწარმოებენ საექსპორტოდ და ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშნელოვან როლს თამაშობს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. გარდა ამისა ერთერთი წევრი კომპანია სწორედ ახლა აშენებს საწარმოს, რომელიც ხორცპროდუქტების წარმოებით იქნება დაკავებული, კერძოდ ეს კომპანია პროდუქციის დასამზადებლად ევროპიდან იმპორტირებულ ხორცს გამოიყენებს, წარმოება საქართველოში მოხდება და შემდგომ საბოლოო პროდუქტი ისევ ევროპაში გაიგზავნება სარეალიზაციოდ. ძალიან მალე სოფლის მეურნეობის სექტორში კონკრეტული სტანდარტი იმოქმედებს. ჩვენ არ გვინდა, რომ ხილი, ხორცი ან ნედლეული გავიტანოთ ექსპორტზე, არამედ ჩვენი სურვილია, რომ ამ პროდუქტებისგან ნაწარმოები პროდუქცია გავიტანოთ ევროპაში. რატომ ? იმიტომ, რომ ასეთ პროდუქტებზე მარჟა გაცილებით მაღალია“ - აცხადებს დევიდ ლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები