"არ მგონია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა ნაჩქარევი და მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა. მისი განცხადებით, არაერთი ქვეყანაა, რომელიც დაბეგვრის ამ მიდგომას იყენებს.
"ბიზნესთან კონსულტაციები მუდმივად გვაქვს, მოგების გადასახადის რეფორმაზე საკმაოდ ბევრი კონსულტაცია გაიმართა კერძო სექტორთან. ამ საკითხზეც ბიზნესთან კომუნიკაცია იყო, თუმცა არა ისე ფართო მასშტაბით, როგორც ეს მოგების გადასახადის რეფორმის შემთხვევაში იყო. თავისი შინაარსით ეს არაა იმ დონის საგადასახადო საკითხი, როგორიც მოგების გადასახადია. ჩვენი კანონმდებლობით არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, 2-3 დღეში, მოგვიწია ბიუჯეტის და მისი თანმდევი კანონმდებების გადაგზავა და არ გვქონდა შესაძლებლობა უფრო ფართოდ გაგვეშალა ავანსის საკითხი ბიზნესთან. ეს ცვლილება შეეხო ყველა სექტორს. ფისკალური თვასაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთავის სამშენებლო სექტორი იყო.
კომუნიკაცია ბიზნესთან არასდროს შეგვიწყვიტავს. ნებისმიერ დროს მზად ვართ და პრაქტიკულ დონეზე დეტალებში გავიაროთ საკითხები, ჩვენი მიზანი არაა ვინმეს დაჯარიმება და ეს პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა", - განაცხადა თაბუაშვილმა.

























