მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ მგონია, საქართველო დაზიანდეს თუ რომელიმე ერთი ქვეყნიდან ტურისტებმა ჩამოსვლა შეწყვიტეს"

5d12237950ec8
ლიკა გურაბანიძე
25.06.19 20:00
1141

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თავმჯდომარე იციკ მოშე BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ტურისტები რუსეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან და მხოლოდ ერთი მიმართულებით შეზღუდვა საქართველოს არ დააზიანებს.

„საქართველოში არის უდიდესი პოტენციალი და მას რამდენიმე წელიწადში ტურისტების ნაკადის გაორმაგება შეუძლია. შესაძლოა, რომელიმე ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდეს, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებთან მუშაობს. არ მგონია,  ამ ჩავარდნამ მომავალ წლებში საქართველოში ეკონომიკურ ვარდნაზე იმოქმედოს განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა: "ერთ ქვეყანაში ჩავარდება? საჭიროა, მუშაობა მეორე ქვეყანაზე".

„ამ ეტაპზე ჩამოდიან ხედებისთვის, ისტორიული ნაწილისთვის და კარგი კვებისთვის. მომავალში ისრაელიდან მაღალი დონის ტურისტები კულტურის და ებრაული მემკვიდრეობის გამო შეიძლება ჩამოვიდნენ. საქართველო მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ჯერ აღმოჩენილი არ არის. საქართველოში არის უამრავი მიმართულება და უდიდესი პოტენციალია", - განაცხადა მოშემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები