მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მიკვირს მოქალაქეების გულისწყრომის, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, სწორია“ - ვიცე-მერი IRI-ს კვლევაზე

6448e6c01c043
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.23 13:04
640
თბილისში გამოკითხულთა 57% ქალაქის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას არ ეთანხმება. ამას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს. გამოკითხვის მიხედვით, 39% ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას ეთანხმება, 4%-ი კი აღნიშნულ კითხვას არ პასუხობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ თბილისის ვიცე-მერს ჰკითხა, სად ხედავენ რეალურად პრობლემას და უფრო მეტი კომუნიკაცია ხომ არ არის საჭირო მოსახლეობასთან, რაზეც ირაკლი ხმალაძემ უპასუხა, რომ შეიძლება კომუნიკაცია დაიწუნონ, თუმცა მერიის მიერ გატარებულ პოლიტიკას ვერ დაიწუნებენ.

„ჩვენ პოლიტიკის დასაწყისში და ყოველ მთავრობის სხდომაზე ვამბობთ, რომ რეფორმის პროცესი მტკივნეულია, თუმცა იდეურად, რასაც ვაკეთებთ სწორია და რაც ყველაზე მთავარია, ეს პრაქტიკა არ არის ჩვენი მოგონილი, არამედ აპრობირებული მეთოდია, რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა გაატარეს. კარგია, რომ დავიწყეთ, უსიამოვნოა ამ წლების განმავლობაში, რადგან სატრანსპორტო პოლიტიკა შეიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს. პროცესი რთულია, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გზების მოდერნიზება გვაფერხებს, დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ ამას ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ მოვაწესრიგოთ და დავარეგულიროთ ტრანსპორტის სისტემა.

არ მიკვირს მოქალაქეების გულისწყრომის, მაგრამ რასაც ვაკეთებთ სწორია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები