მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ მიესალმოს და შემდეგ პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილი

6471c135e983f
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 12:25
558
არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ მიესალმოს და შემდეგ პრეზიდენტს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი რანგის თანამდებობის პირების მხრიდან 26 მაისს პროტოკოლი დაირღვა.

“პროტოკოლზე მინდა ვთქვა, მას რა მნიშვნელობა აქვს, ეს ასე არ არის, სკამი იქ დამიდე, ან გადაჯექი - ეს პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ არის, ეს პროტოკოლის დარღვევაა. ხოლო პროტოკოლი სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს საყრდენი. რომ არა პროტოკოლი იწყება გაუთავებლად მე პირველი ვარ, შენ მეორე. ეს არის უაზრო დაპირისპირების საგანი. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ მიესალმოს, ხოლო შემდგომ პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს ყველგან გაკვირვებას იწვევს და კიდევ ერთს ვიტყვი, რომ პროტოკოლი ქვეყნის შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.

ვეცადე, რომ პროტოკოლის უწყება შეგვექმნა, ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე სახელმწიფოს საყრდენია, მაგრამ არ გაკეთდა, რადგან ყველას თავისი პატარა კერძო ამბიციები აქვს. პროტოკოლი საერთაშორისო დონეზე პატარა სახელმწიფოების მთავარი დაცვაა. რომ არა პროტოკოლი, ჩვენ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე ვიქნებოდით უკან. პროტოკოლი იცავს ყველას და ეს ვიღაცის ამბიციებს მოსარგებად არ არის გამოგონილი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.

“მინდა ქალბატონ პრეზიდენტს წარმატება ვუსურვო. მე მას ამ ტრიბუნიდან, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ. ჩვენ საზეიმო განწყობა გვაქვს. 26 მაისი გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ და მე როგორც რიგით მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ჩვენ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის გამომხატველი უნდა იყოს. ეს დღე გამაერთიანებელი დღე უნდა იყოს. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი დავით ზამთარაია. მინდა მას მადლობა გადავუხადო.” - განაცხადა ღარიბაშვილმა.
.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები