"არ შეიძლება ბანკებს ზედმეტი რეგულაციები დავუწესოთ",- ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს. ასე გამოეხმაურა ბანკირი დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემას შეზღუდავს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ საბანკო სექტორი მიკროსაფინანსო სექტორისგან. როდესაც არის ზოგადი საუბარი, საუბარი არის საბანკო სექტორზე თუ მიკროსაფინანსოზე? ამ შემთხვევაში მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი არის საკმაოდ მოზომილი. დავალიანება არის, თუ შევადარებთ მშპ-სთან შედარებით, არის საკმაოდ მართვადი პროცესი. მიგეხსენებათ, ახალი რეგულაციები შემოდის, რომლებც არის მკაცრი. საჭირო იქნება კარგი მუშაობა იმისთვის,რომ არ გამოგვივიდეს ზედმეტად მკაცრი რეგულაცია. არ შეიძლება, რომ ბანკებს ზედმეტად მკაცრი რეგულაციები დავუწესოთ. რადგან შეიძლება მოთხოვნა გადავიდეს სხვა მიმართულებაში, ეს შეიძლება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ან შეიძლება საერთოდ ცუდი მოხდეს და არამართვად და არარეგულირებად სფეროში გადავიდეს”,-აცხადებს ბუცხრიკიძე.

























