მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ შეიძლება ისაუბრო მცირე მეწარმის პრობლემებზე, თუ მისთვის არ მოგისმენია” - ყველის მწარმოებელი

5fc5319663a22
ანუკა ჯოხაძე
01.12.20 00:30
745
“არ შეიძლება ისაუბრო მცირე მეწარმის პრობლემებზე, თუ მისთვის არ მოგისმენია”- ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია "მილიანოს" დამფუძნებელმა ანა ვიდერჰოლდი-კუხალაშვილმა განუცხადა. როგორც მეწარმე ამბობს, დღეს მცირე და საშუალო მეწარმეები არაერთი პრობლემის წინაშე დგანან, თუმცა სახელმწიფოსგან ისინი მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. კომპანია "მილიანოს" დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც მცირე მეწარმეების აწყდებიან სარეალიზაციო არხების სიმჭიდროვეა. მსხვილ სავაჭრო ქსელებში არსებული პირობებით ადგილობრივი ნაწარმის რეალიზება ვერ ხერხდება.

“ჩვენი დიდი სურვილია მოხდეს კომუნიკაცია მთავრობის და თუ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც, რომ სუპერმარკეტებთან შევთანხმდეთ სამართლიანი გადახდის პირობებზე, ასევე მათთან ვისაუბროთ სავაჭრო ქსელებში შესვლის და პროდუქციის რეალიზაციის თავისუფლებაზე. ეს უნდა გაკეთდეს ერთობლივად, კომპლექსურად, საერთო ჩარჩოს ფარგლებში, შესაძლოა სამუშაო ჯგუფის შექმნაც. არ შეიძლება შენ ისაუბრო მცირე მეწარმის პრობლემებზე,, თუ მისთვის არ მოგისმენია, რაც რეალურად მოხდა. პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული საბჭოს გადაწყვეტილებებიდან მე არ მომისმენია ვინმე საუბრობდეს მცირე ან საშუალო მეწარმეზე. თუ კი შენ განხილვის მაგიდასთან ეპატიჟები მსხვილ ბიზნესმენს, ის ვერ გეტყვის შენ მცირე მეწარმის პრობლემების შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია განურჩევლად ყველაფრისა შევხვდეთ ყველას", - ამბობს ანა ვიდერჰოლდი-კუხალაშვილი, კომპანია "მილიანო" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "მილიანო" ბაზარს ნატურალური ყველის სახეობებს სთავაზობს, რომელიც სრულად სოფელ აღაიანში იწარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები