EU-ში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელის და Chatham House-ის უფროსი მკვლევრის ნატა საბანაძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის, პირველ რიგში, დემოკრატიული განვითარება და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა სჭირდება.
- არ შეიძლება, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება, გაუგონარი ფენომენის იყო. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი პროცესი. უნდა დამტკიცდეს ისეთი წესები, როდესაც პარტია, რომელიც თმობს ხელისუფლებას, ის კი არ კვდება და გადაშენდება, არამედ მას აქვს შესაძლებლობა, კიდევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული წყობა უნდა ჩამოყალიბდეს; უსაფრთხოება გვჭირდება და ამის გარანტია ნატო და ევროკავშირი.
- რა არის საქართველოს ყველაზე სუსტი წერტილი?
- ჩემი აზრით, ეს არის ის სისტემა, რომელიც ჩვენთან ჩამოყალიბდა - პარტიული წყობის განსაკუთრებით მაჟორიტარული სისტემა, სადაც ერთ პარტია აქვს სუპერუმრავლესობა და ვერ უძლებს ცდუნებას, მოახდინოს ძალაუფლების სისტემური უზურპაცია. ჯერჯერობით, ეს არის ყველაზე დიდი სისტემური პრობლემა. იმედით მოდის ახალი ძალა და ამთავრებს კიდევ უარესად, ვიდრე მისი წინამორბედი და ეს წრე რამენაირად უნდა გავარღვიოთ.