მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ შეიძლება ქართული ღვინო ბორჯომის ფასად იყიდებოდეს"

5b42e9a78b929
BM.GE
09.07.18 09:00
2544
„არ შეიძლება ქართული ღვინო ბორჯომის ფასად იყიდებოდეს“, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალ ანაკლიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენი თვლის, რომ ქართული ღვინის ხარისხი უნდა აღდგეს. მისი თქმით, საქართველოში მაღალხარისხიანი ღვინო ნაკლებად იწარმოება.

„ღვინის ხარისხი უნდა აღვადგინოთ. კარგია, რომ უამრავი მარანი გააქტიურდა. მაგრამ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ: ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი. და შორს ვართ მისი სწორად პოზიციონირებისგანაც. არ შეიძლება, ქართული ღვინო 2 დოლარი ღირდეს. თუ არ მეშლება, შარშან, დაახლოებით 70 მლნ ბოთლი გაიყიდა და ეს დაახლობით 120 მლნ დოლარია. არ შეიძლება, იყო ღვინის 8000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც მეორე არ არის მსოფლიოში და ღვინოს ბორჯომის ფასად ყიდდე. ძვირად გაყიდული ღვინო მატერიალურად ქართველი გლეხის ფეხზე დაყენებაა. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია – როგორც კი ხარისხის და უნიკალურობის მიმართულებას აიღებ, როცა აქ მაღალი კლასის ღვინის მოყვარულებს ჩამოიყვანდა ამ ინფრასტრუქტურაში ჩადებ ინვესტიციას, საქართველო გახდება უნიკალური ქვეყანა, სადაც შეგეძლება ისეთი ღვინო დააგემოვნო, რომელსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავ“, - ამბობს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები