მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ შეიძლება ქართველ ბიზნესმენებს ან უცხოელ ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში აეროპორტის აშენების საშუალება არ ჰქონდეს"

58beb9ca9ca23
სალომე მეცხვარიშვილი
07.03.17 19:02
2774
ექსპერტი ავიაციის საკითხებში იასე ზაუტაშვილი სახელმწიფოს მიერ აეროპორტების მმართველ კომპანიასთან TAV Georgia-სთან დადებულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს და მის გადახედვას ითხოვს.

როგორც ქართული ავიაკომპანია "აირზენას" ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 150 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის მშენებლობა აკრძალულია, რაც ბაზარზე ახალი ინვესტორების შემოსვლას აფერხებს.

"არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ბიზნესმენებს ან უცხოელ ინვესტორებს არ ჰქონდეს უფლება, ჩვენს ქვეყანაში ავაშენოთ აეროპორტი",- აცხადებსზაუტაშვილი.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზრდება, რის გატარებასაც თბილისის აეროპორტი არსებული ინფრასტრუქტურით ვერ შეძლებს. მისივე თქმით, ახალი ტერმინალის გახსნა თბილისის აეროპორტში მარტში უნდა მომხდარიყო, რაც სექტემბრამდე გადაიდო.

იასე ზაუტაშვილის თქმით, თავდაპირველად ითქვა, რომ ახალი ტერმინალის დამატების შემდეგ აეროპორტი საათში 1500 ადამიანის გატარებას შეძლებდა, რაც ვერ მოხერხდება.

გუბერნატორი: TAV Georgia-სთან დადებული ხელშეკრულება კაბალურია, რაც კახეთში აეროპორტის აშენებას უშლის ხელს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები