ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლიბერალ-დემოკრატთა პარტიიდან ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ქართველი ხალხის გვერდით უნდა იყოს, როცა ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
"არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ბრძოლა პუტინის მიერ მხარდაჭერილ ავტორიტარიზმთან. ბრიტანეთი ქართველი ხალხის გვერდით უნდა იყოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - წერს მაკკლირი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის ვიდეო აქვს გაზიარებული.
მაკკლირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქტიურად საუბრობს და დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას არაერთხელ მოუთხოვია ბიძინა ივანიშვილის სანქცირება.




























