არ უნდა გვქონდეს ისეთი რეგულაციები, რომელიც სამშენებლო სექტორში ხარვეზებს გამოიწვევს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო რეგულაციების თემაზე bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“სამშენებლო სექტორს აქვს დიდი წვლილი მშპ-ში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სექტორს ჰქონდეს განვითარების ძალიან ძლიერი საფუძვლები და ჩვენ არ გვქონდეს ისეთი რეგულაციები, რომლებმაც შეიძლება ამ სფეროში გარკვეული ხარვეზები გამოიწვიოს. მათ შორის, ერთ-ერთი ასეთ რეგულაცია იყო, რომელიც ჩვენ წინა კვირას გადავავადეთ რამდენიმე წლით”,- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

























