მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ უნდა მოვექცეთ კასტაში, სადაც უპასუხისმგებლო ქვეყნები ერთმანეთში დადიან და ტურიზმით ამაყობენ“

60a7a029c410e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 16:10
783
ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დირექტორის საბა კიკნაძის შეფასებით, ტურიზმის აღდგენის პროცესში ვაქცინაცია უნდა იყოს მთავარი ხედვა, რათა საქართველო იმ უპასუხისმგებლო ქვეყნებს არ დაემსგავსოს, სადაც ანტივაქსერული კამპანიები მძლავრობს.

გადაცემა „ანალიტიკაში“ მან განმარტა, რომ ვაქცინაცია პანაცეაა და თითოეული ადამიანის ქცევა ქვეყნის იმიჯზე ისახება.

„ვაქცინაცია უნდა იყოს მთავარი ხედვა, თუ არადა ჩვენ შეიძლება გვქონდეს ტურიზმი ზუსტად ისეთი უპასუხისმგებლო ქვეყნებიდან, რომელიც გვერდით არ გვაკლია, თუნდაც ავიღოთ რუსეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება კოვიდიანი ტურიზმი, სადაც კოვიდთან ცუდად მებრძოლი ხალხი ერთმანეთთან ცვლის ვიზიტებს და ვიქნებით ცალკე, არაცივილიზებული გარე სამყარო, სადაც კოვიდი ვითომ არ არსებობს, ვაღვივებთ ერთმანეთში და გადაგვაქვს ერთი ქვეყნიდან მეორეში.

რუსეთთან თუ გაიხსნა საზღვრები, ის ერთ-ერთი ცნობილი ქვეყანაა ანტივაქსერული და არასწორი მენეჯმენტით. ის ხალხი ჩამოვა და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საშიშროება იქნება.

ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ კასტაში, სადაც უპასუხისმგებლო ქვეყნები, კოვიდის არმომვლელი ქვეყნები ერთმანეთში დადიან და ტურიზმით ამაყობენ. ეს არის პანაცეა, რადგან იმით, როგორი აცრილი ხარ და როგორ იქცევი, ფასდება ქვეყანა, ე.ი. კულტურული ხარ და ფიქრობ შენზეც და სხვაზეც. თუ ამას არ აკეთებ ე.ი. უკულტურო ხარ და არც შენს თავზე და არც სხვაზე არ ფიქრობ - ძალიან მარტივი ფორმულაა და ასეთივე უკულტურო ტიპი ჩამოვა“, - განმარტა „კავკასუს თრეველის“ ხელმძღვანელმა.

„მესმის ბიზნესის, თუმცა მნიშვნელოვანია, ქვეყანას შევუწყოთ ხელი“ - იმნაძე სახმელეთო საზღვრების გახსნაზე


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები