მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ ვადასტურებ, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ"

5c6448695cd67
BM.GE
13.02.19 20:36
2036
"არ ვადასტურებ, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ". ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" წევრს, სერგი კაპანაძეს, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, დარგობრივ ეკონომიკის კომიტეტში გამოსვლისას.

მისი თქმით, რეგულაციები, რომლებიც საცალო კრედიტებზე დაწესდა, მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან იცავს.

„რაც შეეხება საცალო კრედიტებზე დაფინანსებას, აქაც არის რეგულაციები, რომელიც დიახ, მიზანმიმართულად არის შემოღებული, რომ ჩვენი მოსახლეობა არაჯანსაღი კრედიტებისგან დავიცვათ.
რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ საცალო ვაჭრობაზე ამას რაღაც ზეწოლა ექნება და ჩვენ ეს გათვლილი გვაქვს. არ ვადასტურებ, რომ გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ. ჩვენი რეგულაციები მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან იცავს“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები