საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასა და მერის ანგარიშგებაზე პოსტი გამოაქვეყნა.
ხუნდაძის თქმით, მცხეთის მერმა ადგილობრივი დეპუტატების მიერ დასმულ ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა, რამაც მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
„მცხეთაში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, ჩემ მიერ თვეების წინ გამოხატული უკმაყოფილება, დღეს, მერის ანგარიშის შემდეგ საკრებულომაც დაადასტურა.
ადგილობრივი დეპუტატების მხრიდან პრობლემურ საკითხებზე დასმული კითხვებიდან, მერმა ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო და არ ვაპირებ დიდხანს, გულგრილად ვუყურო ამ პროცესს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
მცხეთის მერი გოგი აბუაშვილია.





















