მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

”არ ვაპირებთ "რუსული კანონებით" ცხოვრებას“ - NGO-ების დიდმა ნაწილმა რეესტრში რეგისტრაციაზე უარი თქვა;

გამჭვირვალობის სახელით რუსული კანონის წესზე მორგებისათვის და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებისათვის დრო ამოწურულია. არასამთავრობოთა უდიდესმა ნაწილმა რეგისტრაციაზე უარი თქვა. კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც "რუსული კანონის" რეესტრში უცხო ძალის ინტერესის გამტარად არ დარეგისტრირდნენ, პირველივე ჯერზე, შემოწმებისთანავე დაჯარიმდებიან. ბოლო ინფორმაციით 3 ათეულ ათასამდე ორგანიზაციიდან 469 -მ გაიარა რეგისტრაცია თუმცა ეს საბოლოო რიცხვი არ არის, რადგან როგორც სახელმწიფო უწყება განმარტავს 6 საათის შემდე, როცა სამუშაო საათები ამოიწურა რეგისტრაციის მსურველები მომლოდინეთა რიგში იყვნენ. არსებული კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. ამ კანონის გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. არასამთავრობო სექტორში რეგისტრაციაზე უარის შემდგომი პროცედურებისთვის ემზადება- ეს თემა იყო იპიარსის წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეთა მთავარი სასაუბროც და სამსჯელოც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები