მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები, ბიზნესომბუდსმენობიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ავანსის დაბეგვრის საკითხი მნიშვნელოვანია - კონსულტაციებს ბიზნესთან გავაგრძელებთ"

58774ffb1b609
BM.GE
12.01.17 13:40
2722
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის არ იყო ცნობილი ბიზნესის პრეტენზიები საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ხდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, შესაძლოა ცვლილება გარკვეულ პრობლემებს უქმნის დეველოპერულ ბიზნესს, რაც განხილული იქნება.

"ბიზნესს ავანსის დაბეგვრის მექანიზმის შეცვლასთან დაკავშირებით თუ აქვს სერიოზული პრობლემები და პრეტენზიები, მოვისმენთ და გავითვალისწინებთ.
როგორც იცით, კანონში შევიდა ბევრი ცვლილება, ეს იყო პორტფელი, რომელსაც ჰქონდა გარკვეული მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

მე არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები. ვიცოდი ჩემი ყოფილი ფუნქციებიდან გამომდინარე, რომ არის ბიზნესები, რომელთა განვითარებისთვის ავანსის დაბეგვრა ან არდაბეგვრა მნიშვნელოვანი არგუმენტია. სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ამას განვიხილავთ",- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გაცემიდ დრო განისაზღვრა. აღნიშნულ ცვლილებებს ბიზნესი აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები