"რუსული კანონის" წინააღმდეგ შეკრებილმა ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს.
არა რუსულ კანონს, გაიწვიეთ რუსული კანონი - ეს არის, შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა.
აქციის მონაწილეები დღეს საკანონმდებლო ორგანოდან უზენაესი სასამართლოს და "ქართული ოცნების" ოფისის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. საბოლოო წერტილი კი, სიმბოლურად ევროპის მოედანი იქნება.
ხვალიდან კი პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ.