მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა რუსულ კანონს" - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას მართავენ

ქსუ

დედაქალაქის პარალელურად, აქცია "არა რუსულ კანონს" 19:00 საათზე ქუთაისის ცენტრშიც გაიმართება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდებიან.

ფაქტი, პარლამენტის ტრიბუნიდან "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააჟღერა და თქვა, რომ დანარჩენ საქართველოსთან ერთად "რუსულ კანონს" ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ უნივერსიტეტშიც აპროტესტებენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის, მათთვის მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები