მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვინისიუსის შეძენა არაბებს დიდი ხანია სურთ, თუმცა გამოცემა GiveMeSport-ი წერს, რომ მათი სურვილი იმდენად დიდია, რომ მზად არიან სატრანსფერო რეკორდი მოხსნან. კერძოდ საუბარია “ალ აჰლიზე”, რომლის ხელმძღვანელებიც ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ და შეთავაზებული წინადადებით იმდენად აღაფრთოვანეს, რომ გარემოს შეცვლაზე უკვე თავად ბრაზილიელიც სერიოზულად ფიქრობს.
საუბარია რეკორდულ 350 მილიონ ევროზე, რომელსაც მადრიდის “რეალი” მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაში მადრიდელების პოზიცია უცნობია.
“ზალცბურგთან” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თამაშის შემდეგ ჟურნალისტებმა მას არაბულ ინტერესთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზედაც უპასუხა, რომ შანსი აქვს კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, რის გამოც სხვა საკითხებზე ფიქრის დრო არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი 2017 წელს ნეიმარის “ბარსელონიდან” “პსჟ”-ში გადაბარგებას უკავშირდება, რომელიც პარიზელებს 222 მილიონი ევრო დაუჯდათ.




























