მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბეთმა ფუტურისტული NEOM-ის ქალაქის გეგმა შეამცირა

neom

საუდის არაბეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის, Neom-ის ფუტურისტული ქალაქის გეგმის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

პროექტი, რომლის საწყისი ღირებულება 1.5 ტრილიონ დოლარს აღწევს, 2030 წლისთვის 1.5-2 მილიონი მოქალაქით უნდა ყოფილიყო დასახლებული, თუმცა ახალი გეგმის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა მაქსიმუმ 300,000-ის ფარგლებში იქნება, ქალაქის ზომა გაცილებით უფრო მეტად შემცირდება.

კორექცია შეეხო ქალაქის მთავარ ინფრასტრუქტურულ ნაგებობას - The Line-ს, რომლის სიგრძეს 2030 წლისთვის 170 კილომეტრამდე უნდა მიეღწია, თუმცა ახალ გეგმაში მინიმალურ სიგრძედ მხოლოდ 2.5 კილომეტრია მოხსენიებული.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პროექტის განვითარების ახალი გეგმა საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს ჯერ არ დაუდასტურებია. თავად აღნიშნული პიროვნება The Line-ის მთავარი მხარდამჭერია, უფრო მეტიც, Neom-ის პროექტი სწორედ მისი ამბიციის ნაწილია, რომელსაც სურს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული ნაგებობა შექმნას, რომელიც სიამაყით გაუძლებს ჟამთა სვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები