მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არაბმა ლიდერებმა ღაზას აღდგენისთვის ეგვიპტის $53-მილიარდიან გეგმას მხარი დაუჭირეს

ისრაელი

ტრამპის გეგმის საწინააღმდეგოდ - ღაზას სექტორი ტურისტულ მიმართულებად აქციოს და პალესტინელები სხვა ქვეყნებში გადაასახლოს - არაბმა ლიდერებმა კაიროში გამართულ სამიტზე მხარი ეგვიპტის პოსტსაომარ გეგმას დაუჭირეს.

$53 მილიარდად შეფასებული გეგმა ორ მილიონ პალესტინელს საშუალებას მისცემს, არ დატოვონ თავიანთი ტერიტორია.

"ღია ვართ ნებისმიერი შეთავაზებისა და იდეისთვის საერთაშორისო საზოგადოებისგან, რათა უზრუნველვყოთ წარმატება გეგმისა, რომელიც უნდა განხორციელდეს უფრო დიად, მშვიდობის გეგმასთან ერთად.

გეგმის მიზანია, პალესტინის პრობლემა ყოვლიმომცველად გადაიჭრას, აღმოფიხვრას ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ძირეული მიზეზები, რეგიონში ხალხისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიად იქცეს და პალესტინის სახელმწიფო ჩამოაყალიბოს", - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ.

ეგვიპტის გეგმა, იგივე "არაბული გეგმა", 2030 წლისთვის ღაზას ხელახალ აშენებას გულისხმობს, ადგილობრივების გადასახლების გარეშე.

პირველი ეტაპი ითვალისწინებს ტერიტორიიდან 50 მილიონი ტონა ნარჩენების გამოტანას, რაც ისრაელის სამხედრო ძალების საომარ ქმედებებს მოჰყვა. ამ ფაზაშივეა გათვალისწინებული აუფეთქებელი ყუმბარების განეიტრალებაც.

არაბული სახელმწიფოები ღაზას სექტორის სრულ გარდაქმნას ისახავენ მიზნად. მათ სურთ, ტერიტორია უფრო მდგრადი, მწვანე და ფეხით მოსაირულეებზე ადაპტირებული გახადონ. გეგმაში ნახსენებია აეროპორტის, თევზსაჭერი და კომერციული პორტების მშენებლობაც.

გეგმას, რომელსაც მხარს უჭერს ჰამასი, ისრაელი ეწინააღმდეგება. ქვეყნის საგარეო მინისტრის წარმომადგენელმა X-ზე "დატვიტა", რომ ევროპული გეგმა რეალობას მოწყვეტილია და არაბული სამიტი ჰამასის ისრაელზე თავდასხმაზე ხუჭავს თვალს.

გეგმას მხარი დაუჭირა თეთრმა სახლმაც, თუმცა მათი მოთხოვნაა, ტერიტორიის მმართველობა ჰამასს არ დარჩეს. გეგმის პირველი ვერსიის თანახმად, ღაზაში ადმინისტრაციული ძალაუფლება ჰამასს დარჩება, ვიდრე რეფორმირებული პალესტინური ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები