მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არაჩვეულებრივი პროდუქტები გვაქვს” - რა სჭირდება გასტრო-ტურიზმის განვითარებას საქართველოში?

645f684531019
თინათინ ნატმელაძე
13.05.23 15:10
931
შეფ ლევან კობიაშვილმა BMGdrive-ში საუბრისას საქართველოში გასტრონომიის განვითარების გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამ სექტორის განვითარება გვინდა, მაშინ სახელმწიფო და საბანკო სექტორი სხვადასხვა ალტერნატივების შემქნით აქტიურად უნდა ჩაერთონ პროცესში.

"მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს ტურიზმის მიმართულებით, არამარტო გასტრონომიული კუთხით. პროდუქტები გვაქვს არაჩვეულებრივი, იშვიათია მსოფლიოში და რამდენიმე ქვეყანას აქვს რეგიონალური სამზარეულო და ამხელა ისტორია სამზარეულოსი. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ თავისი თუ არ აქვს, შექმნან, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი სამზარეულოს შექმნა. ამ შემთხვევაში ქვეყანა წყვეტს, რომ გასტრონომიას უნდა მივხედოთ. ჩვენთანაც რაღაცებში ქვეყანამ უნდა ითავოს ეს ყველაფერი, დაფინანსებებიც უნდა იყოს. რაღაცები კეთდება ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობა და საქპატენტი გარკვეულ საკითხებში ძალიან გვიდგანან გვერდში.

თუმცა, აუცილებელია სხვადასხვა სახის დაფინანსებები, ხელშეწყობები. ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც მიხედავს ამ საკითხებს და სწორად დახარჯავს თანხებს, მზარეულები მზად ვართ, რომ ჩავერთოთ ამ საკითხში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში კიდევ ერთი გამოწვევა მაღალი ხარისხის და საკმარისი რაოდენობის პროდუქციის მოძიებაა, რომელიც ბაზარზე ისევ და ისევ ფინანსური სირთულეების გამო არ არსებობს.

"ძალიან გვიჭირს პროდუქტი, მაგალითად, დამბლახაჭო, რაჭული ლორი, აქ ხარისხი ძალიან ჭირს. მოთხოვნა ძალიან დიდია, მაგრამ რეალურად ვერ ვიღებთ სათანადო პროდუქტს. ბაზარი იმდენად დიდია, რომ საკმარისი პროდუქციაც არ იქმნება, რესურსი არ ყოფნის ხშირს შემთხვევაში. ესეც ეკონომიური გამოწვევაა, გლეხსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ საკმარისი რაოდენობა იყოს. საკმარისი პროდუქცია რომ იყოს, გაყიდვის პრობლემა არ იქნებოდა", - ამბობს მზარეული BMGdrive-ში საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები