საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის მთავარი მიღწევა "არაფერია". 15%-ით მეორე ადგილზე ჯანდაცვა დგას.
კითხვაზე თუ რას მიიჩნევთ საქართველოს მთავრობის მთავარ მიღწევად პასუხები ასე ნაწილდება:
- არაფერი - 35%;
- ჯანდაცვა - 15%;
- ვიზალიბერალიზაცია - 4%;
- სიტყვის თავისუფლება - 4%;
- ინფრასტრუქტურა - 3%;
- გზები - 2%;
- განათლება - 2%;
- დემოკრატია - 2%;
- სტაბილურობა - 2%;
- ადამიანის უფლებები - 1%;
- გაზრდილი პენსიები - 1%;
- ვალების განულება - 1%;
- სხვა - 2%;
- არ ვიცი/უარი პასუხზე - 26%
კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ გამოკითხვების მეშვეობით 20 მაისი - 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა რეპრეზენტატიული შერჩევით, საქართველოს სრულწლოვანმა რეზიდენტებმა მიიღეს. კვლევის შედეგები ქვეყნის მოსახლეობის რეპრეზენტატიულია, ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლებების ზომის მიხედვით.
კვლევის ცდომილების ზღვარი პლიუს/მინუს 2.5%-ია.