სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" ახალ ინიციატივებს აკრიტიკებს, მათ შორის ნიღბების აკრძალვის კანონს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მისივე განმარტებით, ნიღბების ტარება ეკრძალება მხოლოდ ერთ მხარეს, ანუ მოქალაქეებს. თუმცა, გათვალისწინებული არ არის ე.წ ტიტუშკებისთვის შეზღუდვა, რომ აღარ ატარონ ნიღბები.
„ახალ კანონებს ამზადებენ. კანონს, რომელიც ინიცირებულია ახლა. ნიღბების ტარების აკრძალვის კანონს. მაგრამ აკრძალვა მხოლოდ ერთი მხარისთვის ე.ი. მოქალაქეებისთვის არის. მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ უფლება რომ თავიანთი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაიცვან.
სამაგიეროდ, არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ "ტიტუშკებს" აღარ ჰქონდეთ უფლება, რომ ეს ნიღბები ატარონ. ან ვალდებულება, როგორც არის მსოფლიო სტანდარტებში მიღებული, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნები ატარონ. ეს ყველაფერი არ არის ამ ახალ ინიციატივაში გათვალისწინებული“, - აცხადებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი.