მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა 56,3 მილიარდი ლარია

5bc43c96f15db
BM.GE
15.10.18 11:06
1021
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2017 წლის ბოლოსთვის 56,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 8,1 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2017 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14,4 მილიარდი ლარია.

საქსტატის მონაცემებით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2017 წლის ბოლოსათვის 2,7 მილიარდი ლარი შეადგინა. 2017 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2,2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 60,2. 2017 წლის ბოლოსათვის, არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 34,5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 9,0 მილიარდ ლარს). მთლიანი ვალდებულებებიდან 8,6 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2017 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 6,4 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 81,5 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2017 წლის ბოლოსათვის 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2017 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 6,0 მილიარდი ლარი შეადგინა.

2017 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1186,1 მილიონი ლარია, ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 65,8 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 526,7 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები