სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2016 წლის ბოლოსათვის 2,0 მილიარდი ლარი შეადგინა. 2016 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2,5 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 52,6. 2016 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 32,8 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 9,3 მილიარდ ლარს).
მთლიანი ვალდებულებებიდან 8,4 მილიარდი ლარი1 წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2016 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 5,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 80,9 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსათვის 18,5 მილიარდი ლარი შეადგინა:
რაფინანსური კორპორაციების მიერ 2016 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1,0 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ვალის მომსახურებას, 2016 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1828,2 მილიონი ლარია, ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 72,1 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 586,1 მილიონი ლარი.

























