მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, კომპანია "იუ ჯი თი"-ს შავ სიაში შეყვანას ითხოვენ

5bd1bb93b3507
თამუნა დემეტრაშვილი
25.10.18 16:47
1251
საფინანსო ანალიტიკური სამსახური, კომპანია ,,იუ ჯი თი“-ს შავ სიაში შეყვანას ითხოვს. შესაბამისი წერილით უწყებამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელს. გადაწყვეტილების მიზეზი, მათი თქმით, კომპანიის მხრიდან ტენდერის მიმდინარეობისას ჩადენილი ,,არაკეთილსინდისიერი“ ქმედებაა. ანალიტიკურმა სამსახურმა, სარეზერვო ასლების მართვის და ვირტუალური გარემოს მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების შესაძენად 1,1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, ,,იუჯითიმ“ კი სატენდერო მოთხოვნები დაარღვია და არასწორი ინფორმაცია წარადგინა პროგრამის რეალური მწარმოებლების შესახებ.

,, შპს „იუჯითი“-ის ზემოაღნიშნულ ტენდერში მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტის (Veeam Backup and Replication Enterprise Plus 3yr Support E-LTU და Veeam ONE 3yr Support E-LTU) მწარმოებლად მითითებული აქვს კომპანია „Hewlett Packard Enterprise (HPE)“, ხოლო სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისი მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელს წარმოადგენს კომპანია Veeam Software“- ი, რაც წარმოადგენს აფიდავიტის პირობების დარღვევას.“-ნათქვამია წერილში, რომელის სააგენტოს გაეგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ,,იუ ჯი თის“ წინააღმდეგ საჩივარი დავების საბჭოში, ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ, შპს ,,ჰაი-ტექ სოლუშენს“-მა შეიტანა. ის ,,იუ ჯი თის“ თაღლითობაში ადანაშაულებდა. დავების საბჭომ კომპანიის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შემსყიდველს საკითხის შესწავლა დაავალა. საფინანსო ანალიტიკური სამსახურის სატენდერო კომისიამ მითითება შეასრულა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ,,იუ ჯი თის“ ქმედება ნამდვილად ,,არაკეთილსინდისიერი“ იყო.
თემაზე bmg იუ ჯი თი-საც დაუკავშირდა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები