არამეწარმე ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციისას შესაძლოა, დაიბეგრონ. საქმე ისაა, რომ 1-ელი დეკემბრიდან არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები ელექტრონული ხდება, რაც ნიშნავს, რომ არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას მატერიალური აქტების გამოწერა ელექტრონული დოკუმენტით ჩანაცვლდება. სიახლე ეხება ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესსუბიექტს, რომელიც პროდუქციას არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან ყიდულობს.






























