მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არანაირ რუსებს გალი არ აინტერესებთ, გარდა ივანიშვილისა - აფხაზი პოლიტიკოსი

ბიძინა ივანიშვილი

"არანაირ რუსებს, ივანიშვილის გარდა, გალი არ აინტერესებთ", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერმა, ვიტალი გაბნიამ განაცხადა. პოლიტიკური პარტია Апсны-ს წარმომადგენელი ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში აპარტამენტების მშენებლობაზე კანონის მიღებას გამოეხმაურა.

"კანონი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის "ტროას ცხენია", რომელიც აფხაზი ხალხის მიერ განვლილ მთელ გზას კვეთს. გვეუბნებიან გალში ინვესტიციები როგორ შემოვა. არანაირ რუსებს გალი არ აინტერესებთ, გარდა ივანიშვილისა, რომელიც მიხვდა, რომ აფხაზებთან ომი საჭირო არ არის. მიხვდა, რომ თავად აფხაზები გაყიდიან ყველაფერს", - აღნიშნა მან.

ვიტალი გაბნია დარწმუნებულია, რომ აპარტამენტების საკითხზე ასლან ბჟანია ზეწოლას მოსკოვიდან არ განიცდის. ე.წ. პოლიტიკოსი დე ფაქტო მთავრობას მიმართავს, პალესტინის გზა არ გაიარონ.

"დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიაზე მოსკოვიდან ზეწოლას არავინ ახორციელებს. ის თავად ახორციელებს დეპუტატებზე ზეწოლას და კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება. ნუ გაჰყვებით პალესტინის გზას, რომელმაც მიწა ფულზე გაცვალა", - განაცხადა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. "ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ" კანონი დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო. დოკუმენტი ამ ტერიტორიებზე აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები