მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არაქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანისას ოდნავ მეტს ვიგებთ“ – Ferrero-ს იმპორტიორი

ფერერო

საკონდიქტრო ნაწარმის იმპორტიორი „ბიდი კომპანის“ დირექტორის განცხადებით, Ferrero-ს პროდუქციის არაქსელურ მარკეტებში შეტანისას კომპანია მცირედით მეტს იგებს, თუმცა ასეთი მაღაზიების რაოდენობა მათ გაყიდვებში მცირეა, ამიტომ საერთო ფინანსურ მაჩვენებელზე ეს არ მოქმედებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა დიმიტრი მესხიშვილმა „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელი კითხვის საპასუხოდ ადასტურებს, რომ ქსელში შესვლისას ხელშეკრულების პირობებს რიტეილი ადგენს და ირწმუნება, რომ ქსელური მარკეტები მათ სხვა მარკეტებთან თანამშრომლობის პირობებს არ უკრძალავენ.

„ჩვენი გაყიდვების 8% მოდის არაქსელურ მარკეტებზე. პროდუქტის სტანდარტული ფასი გვაქვს. არაქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანისას ოდნავ მეტს ვიგებთ, ვიდრე ქსელურებში შეტანისას, თუმცა არაქსელურების წილი ჩვენს გაყიდვებში იმდენად მცირეა, რომ რაიმე განსაკუთრებულ ამინდს არ ქმნის ეს მოგება.

მოდით ასე ვთქვათ, არაფერი აკრძალული არ გვაქვს, არის უბრალოდ გაწერილი თამაშის წესები, ქსელები აკეთებენ როგორც ტრადიციული მაღაზიების, ასევე თავისი კონკურენტი ქსელების მონიტორინგს და თუ აღმოაჩინეს დარღვევა, რომ მე რომელიმე სხვა ქსელს ან სხვა მაღაზიას მივეცი სხვა ფასად პროდუქტი, უჩნდებათ კითხვები. შესაბამისად ამ ქსელთან ურთიერთობა შეიძლება გაფუჭდეს, ამიტომ ჩვენ ვიცავთ ამ წესებს და გვაქვს ერთი საბაზო პრაისლისტ. ადრე იყო მებითუმე, ახლა ეს ყველაფერი გადმოვიდა ქსელებში და თუ „მებითუმე“ უფრო მეტ პროდუქციას ყიდულობს, მას აქვს შესაბამისი ფასდაკლება“, - განმარტავს იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი.

დიმიტრი მესხიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომპანიას პროდუქტზე ფასები არ შეუცვლია.

„ჩვენი ძირითადი მომწოდებელი მულტინაციონალური კომპანია Ferrero-ა. ჩვენ ცოტა სხვა ვითარებაში ვართ, რადგან ეს კომპანია თავიდან ბოლომდე გვიკონტროლებს როგორც ხარჯვით ნაწილს, ასევე საფასო პოლიტიკას. ჩვენ არ გვაქვს მათთან შეთანხმების გარეშე ფასის დადების უფლება არ გვაქვს. თავიდან ბოლომდე საფასო პოლიტიკას მართავენ ისინი. ჩვენი ფასნამატი დაახლოებით 30%-მდეა, რაშიც შედის განბაჟება, ყველა საოპერაციო ხარჯი, მათ შორის ე.წ. კომერციულ პირობებს - ქეშბექებს, რაც დაახლოებით 13%-ია და სხვა. გარდა ამისა, ეს ფასნამატი კურსზეა დამოკიდებული, რასაც გვიწესებენ, რომელიც ხან სასარგებლოა, ხან უარყოფითი. წმინდა მოგება იქნება დაახლოებით 2%“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები