მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არარეზიდენტები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 219 ლარს იხდიდნენ - როგორია დინამიკა?

მოლი

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი დადებითია. მარტში ამ კატეგორიაში მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს. საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 106 ლარი შეადგინა.

თიბისი კაპიტალის, მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯების მიხედვით, მარტში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობლად 51%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია.

ამავე დროს რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილებმა ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, შესაბამისად 85% და 15% შეადგინა.

მარტში, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე თიბისი ბანკის არხებით რეზიდენტებმა 28%-ით მეტი დახარჯეს და ისინი საშუალოდ 98 ლარს იხდიდნენ ერთ ტრანზაქციაზე.

ამავე პერიოდში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 51%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის ზომამ 219 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები