არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ კვირაში ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების მიხედვით, „რუსული კანონი“ პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, რის გამოც 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთხმად გადაწყვიტა დატოვოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.
სტუმარი:
ნანუკა ყრუაშვილი - საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი;