მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასასურველი სარეკლამო SMS-ები მოქალაქეებს აღარ მიუვათ - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?

2 დღეში საქართველოში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ 1 მარტიდან არასასურველი სარეკლამო SMS-ები მოქალაქეებს აღარ მიუვათ და შეტყობინებების გასაგზავნად კომპანიებს მომხმარებელთა წინასწარი თანხმობა დასჭირდებათ.რეგულაციის დაცვა მოუწევს ყველას, მათ შორის იმ საშუამავლო კომპანიებსაც, რომლებიც დამკვეთის მოთხოვნით ამუშავებდნენ მოქალაქეთა პირად მონაცემებს და SMS მარკეტინგში იყვნენ ჩართულნი.„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონს შემოაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიცია, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება ორგანიზაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში დაეხმაროს. მისი დანიშვნის ვალდებულება აქვთ, სადაზღვევო ორგანიზაციებს, ბანკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საჯარო დაწესებულებებს და ყველა იმ პირს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 %-ის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს. რა იცვლება კომპანიებისთვის და მოქალაქეებისთვის?

სტუმარი: ანზორ მეხრიშვილი - BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები