"თბილსერვის ჯგუფმა" არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის ვებგვერდი www.tgservice.ge შექმნა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი - ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარი იქნება.
„ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია - „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს ახალი მომსახურება მიზერულ ფასად, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ გჭირდებათ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანე ნარჩენის გატანა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი სერვისით. ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე - www.tgservice.ge და შეავსოთ მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური მხოლოდ 9 ლარია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი.
ამასთან, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით - 032 2 61 90 50.




























