მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არასდროს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია გარიგებები"

5c6940bda4990
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.19 15:07
5699
არასდროს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია გარიგებები - ამის შესახებ თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის ტენდერში 2014 წელს გაიმარჯვეს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტით სხვა მსხვილი კომპანიებიც იყვნენ დაინტერესებული.

“მე მოგიყვებით, რატომ გავიმარჯვეთ ჩვენ, რადგან ძალიან დიდი კომპანიები მონაწილეობდნენ იქ...მთელი ჩემი ბიზნესკარიერის განმავლობაში არასოდეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით არ მიყიდია არაფერი. პირდაპირი მიყიდვის წესი ხშირად არის ხოლმე გამოყენებული სხვადასხვა მთავრობის დროს. არასდროს სახელმწიფოს ანგარიშები ჩვენს ბანკში არ ყოფილა იმიტომ, რომ რაღაც გარიგება…

რატომ ვარსებობთ დღესაც? რადგან არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ე.წ. სახურავებთან არ გვქონია გარიგება. ეს არის იმის გამოძახილი, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი და არასოდეს არავის გავურიგდებით იმის გამო, რომ მან გვითხრას, ჩვენ შეგიქმნით სასათბურე პირობებს. ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის ცხოვრების პრინციპი.

ჩვენ რაშიც ვიარეთ ბოლო 29 წლის განმავლობაში, ეს არის ცალკე ბლოკბასტერი. ჩვენი გადამრჩენი კი ყოველთვის იყო გამჭვირვალობა, სწორედ ის, რომ არავისთან კავშირში არ ვართ. თვითონ კითხვა: ესენი კიდევ ბიზნესში არიან? ამის პასუხია, რომ დიახ, ვართ ბიზნესში და ვიქნებით, იმიტომ, რომ ვაკეთებთ სუფთად. ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელმაც 93 წელს გააკეთა განცხადება, რომ თიბისი ჯგუფი არის თეთრ ბიზნესში”,- განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები